"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებს აფასებს. როგორც მან გადაცემაში სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" სოფო ზურაბიანთან აღნიშნა, ნებისმიერი კვლევა და მათ შორის აღნიშნულიც, ცხადყობს რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში "ქართული ოცნება" უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და წაგებული დარჩება.
"ეს კვლევა, თქვენ გააცანით საზოგადოებას, თუმცა დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ანალოგიურ კვლევებს ატარებდა აქამდეც და სწორედ ამით იყო განპირობებული მისი საუკუნის ტყუილი. მან უპირობო მარცხს საუკუნის ტყუილის თქმა არჩია. ყველასთვის ნათელია, რომ ნდობის თვალსაზრისით მმართველი გუნდის რეიტინგი შემცირებულია. ნებისმიერ დებატებში, ნებისმიერ ოპონენტს ხომ გავაჩერებ და ვიტყვი, რომ ეს დანაპირები არის ტყუილი. ივანიშვილს თეორიული შანსიც კი არ ჰქონდა დაეკომპლექტებინა მთავრობა პროპორციული სისტემის შემთხვევაში. ახლა ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ რომ ეს პირველი პირობა იყო რაც დავარღვიეო და ამასთან ერთად თქვა, რომ კანონპროექტის ჩავარდნა ნაცებს აწყობდათო. ეს ადამიანი უბრალოდ საღი აზრის ფარგლებს მიღმაა",-აცხადებს ნიკა მელია.